მასწავლებლის სახლი,
გვარი, თეა მორჩილაძე 26001018947
საგანი მათემატიკა
სწავლების საფეხური მეორე კლასი
გაკვეთილის თემა: რა დროა საათზე
გაკვეთილის მიზანია:1)
მოსწავლეებმა შეძლებენ- ნასწავლი მასალის განმტკიცებას(ორნიშნა რიცხვების მიმატება-
გამოკლება, ზრდადობა -კლებადობა , გაორმაგება განახევრება)
-დროსა და დროის
საზომი ერთეულების შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავებას.
- თანამშრომლობითი
უნარ- ჩვევების გაღრმავებას.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
|
გამოწვევის ფაზა
|
|||||
1
|
მასწავლებელი ესალმება კლასს, ამოიკითხავს სიას და აცნობს შეფასების რუბრიკებს.
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი
|
3 წთ.
|
2
|
მასწავლებელი სვამს შეკითხვას: რა ვისწავლეთ და რა ვიცით შეკრებისა და
გამოკლების თვისებებსა და კომპონენტებზე? რას ნიშნავს რიცხვის გაზრდა და შემცირება?
|
კითხვა- პასუხი
|
მთელი კლასი
|
|
6წთ
|
3
|
მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს განვლილ მასალას:1)ციფრების საშუალებით
მოსწავლეები ასრულებენ დავალებას დამალული რიცხვების თანმიმდევრობაზე
2)თამაში „შუქნიშანი“ მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსახელებს ციფრს. არასწორად
დასახელებული ციფრის შემთხვევაში მოსწავლეები აწევენ წითელ შუქნიშანს ხოლო სწორი
ციფრის დასახელების შემთხვევაში მწვანეს.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ფერადი ფურცლები
|
5წთ
|
შინაარსის რეალიზება
|
|||||
4
5
|
მასწავლებელი კლასს ამზადებს ახალი გაკვეთილის ასახსნელად, ახსენებს
გაკვეთილის თემას ქართულის გაკვეთილიდან“ დროის ფასი“ ჭრიჭინამ არ იცოდა დროის განსაზღვრა.
მასწავლებელი სვამს შეკითხვას- რა არის საჭირო დროის გასაკონტროლებლად და წერს დაფაზე
სიტყვა საათი. მოსწავლეების დახმარებით ვადგენთ ასოციაციურ რუკას. მასწავლებელი აწვდის
ინფორმაციას საათის აგებულებისა და დროის ამოცნობის შესახებ. აჩვენებს მოსწავლეებს
დღე- ღამის სქემას. აჩვენებს სლაიდებს სხვადასხვა ტიპის საათებზე და აცნობს საათის
მოკლე ისტორიას. აქვე აჩვენებს თითოეული საათის ნიმუშს.
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფურცელზე დახატულ სხვადასხვა სახის
საათებს, მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ და მიუწერონ თითოეული საათის სახელი
|
ვერბალური-ახსნა. დემონსტრირებ
ვერბალური
|
მთელი კლასი
წყვილებში მუშაობა
|
პროექტორი
|
12წ
5წთ
|
5
|
მასწავლებელი მოსწავლეებს უთითებს მომდევნო აქტივობას სახელმძღვანელოში
და აძლევს მოკლე ინსტრუქციას. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ისრებიან საათზე დროის ამოცნობა,
პარალელურად ელექტრონული საათის მაჩვენებელიც და დაუკავშირონ ერთმანეთს.
|
დემონსტრირება
|
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო და უბრალო ფანქარი
|
5წთ
|
შეფასება-შეჯამება
|
|||||
6
|
მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს: რა ვისწავლეთ დღეს? როგორ
გამოვიყენებთ ამ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
|
კითხვა- პასუხი
|
მთელი კლასი
|
|
6წთ
|
7
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას.(დამატებითი სავარჯიშო გვ.46
N2 სავარჯიშო რვეული გვ.56 N1, 2.
|
|
|
|
3წთ
|
|
რეფლექსია
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მათ. 2 აკავშირებს
თვლას, რიცხვებს, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებებს
და შეკრება- გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
-ახდენს შეკრება- გამოკლების მოქმედების დემონსტრირებას.
-დაადგენს არის თუ არა მითითებული რაოდენობის ნახევარი
ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში.
შეფასება: განმავითარებელი
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და /ან რუბრიკები)
ტესტი
სხვა რუბრიკები
ხელმოწერა: თ. მორჩილაძე
თარიღი: 02. 06. 2018წელი